4 room Flat For Sale. Saburtalo
O tej nieruchomości
იყიდება 4 ოთახიანი ბინა საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას ქ.N12-ში (ჯიქიას ქ.), მაგთის ოფისის და სკოლა ნიუტონის წინ, “თეთრი კვადრატის” (W2) კორპუსში. ბინაშია გამოყოფილი მისაღები, გამოყოფილი სამზარეულო, საკუჭნაო, 3 საძინებელი, 2 სველი წერტილი, ჰოლი და აივანი.
კორპუსში დამონტაჟებულია "MITSUBISHI"-ის ლიფტები; 24 საათიანი კამერები; დაცვა; კონსიერჟი; გამწვანებული ეზო; სახანძრო სისტემები და წყლის ტუმბოები, დამაფონი; გენერატორი/უწვეტი დენი.
ბინა სრულად იხედება არა გზისკენ, არამედ წყნეთის მთებისკენ, წინ გარანტირებულად არაფერი აშენდება. ირგვლივ არის ყველანაირი საჭირო ობიექტი: პარკი, აფთიაქი, ხილ-ბოსტნის მაღაზია, სუპერმარკეტები, ავტობუსის გაჩერება. კორპუსი არის ცენტრალურ გზასთან 1 წუთის ფეხით სავალზე და სამედ. უნ. მეტროდან 5 წუთის ფეხით სავალზე.
ბინა უკვე დასრულებულია მწვანე კარკასის მდგომარეობით და ჩაბარებულია. ბინის საკადასტრო კოდი - 01.14.05.008.394.01.01.195. ბინა იპოთეკით არაა დატვირთული და კომპანიის წინაშე სრულადაა თანხა გადახდილი.
ზუსტად ბინის კარის სისწორეზე (ლიფტის გვერდით) ასევე ნაყიდი მაქვს პარკინგი (არასტანდარტული, დიდი ზომის 17.30 კვ.მ.), სურვილის შემთხვევაში, ბინასთან ერთად გავყიდი პარკინგსაც 15 000 დოლარად. დაინტერესების შემთხვევაში, დამიკავშირდით, ვარ მეპატრონე.